Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lela041 blog

ME VAR QARTVELI

მე ვარ ქართველი სულით, ხორცით, ჩემი გაგებით...
არ ვემონები ქარების ქროლვას თავის წაგების...
ვარ აზვირთება,აფეთქება,ჭექა-ქუხილი,
მე ვარ ქართველი...
არ ვეგუები უცხო ტომთა გაბატონებას!
ვარ აზიელი-ევროპელი-კავკასიელი...
გოლგოთის გზაზე ჯვარით მავალი,
მე ვარ ქართველი!...
და გზაჯვარედინს გადავყურებ ამაყი მზერით,
მე აღმიმართავს დავითიანი მახვილი მჭრელი,
ვარ ქრისტიანი, არმაზისა ფესვებზე ზრდილი,
მე ვარ ქართველი...
სულით და ხორცით, ჩემი გაგებით!...
ხუთჯვარა დროშა მოფრიალე, ლაღად გაშლილი
მე ვარ ქართველი!...

12:57

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, _
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!

ლადო ასათიანი

12:58

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
-მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს!
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ნეტა სად აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

-სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი;
-მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!..

12:59

ჯიხვი ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?
ამბავს წაურებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის
წითელ-ფეხება მტრედებო!


ლხინში ავხირდები,
ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო,
ჭირში დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირები
ფეხზე დაგიდგები
ჩემო საქართველო


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

lela041 (36)
YVELA MENATREBAAAAAAAAAAAA
#2, 30.01.2012 - 00:01
lela041 (36)
SAQARTELLOSHII MINDAA..MENATREBA HEMII SAMSHOOBLOO..MENATREBIITT QARTVELEEBOOO
#1, 30.01.2012 - 00:01
 

User
offline
offline lela041 (36)
ესპანეთი, Barcelona, Barcelona



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.