Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
IAKO-IA blog

მარტო დედა გვატარებს 9 თვე მუცლით,3 წლამდე ხელში და მთელი ცხოვრება გულში!

ერთ დღეს დედამ თავის პატარა შვილს საოჯახო საქმეებში დახმარება სთხოვა. საღამო ხანს , როდესაც ისინი თითქმის ყველა საქმეს მორჩნენ, შვილი სამზარეულოში მოფუსფუსე დედას მიუახლოვდა და ხელში პატარა ქაღალდი მისცა, რომელშიც ეწერა:

ეზოს დასუფთავებისათვის – 5 ლარი

ოთახის დალაგებისათვის – 2 ლარი

მაღაზიაში საყიდლებზე წასვლისათვის – 0,5 ლარი

სკოლაში კარგი ნიშნების მიღებისათვის – 5 ლარი

პატარა ძმის მიხედვისათვის, მაშინ როდესაც შენ სხვა საქმეს აკეთებდი – 2 ლარი

სულ ჯამში: 14 ლარი და 50 თეთრი.

დედა ღრმად დაფიქრდა. ეტყობოდა, რომ მოგონებები მოაწვა.

რამოდენიმე წამის შემდეგ მან შვილის მიერ მოცემული ქაღალდი გადმოატრიალა და მის უკანა მხარეზე მიაწერა:

შვილო, იმ 9 თვისათვის, რომლის განმავლობაში მუცლით გატარე – არაფერი

იმ ღამეებისათვის, რომელიც შენს სასთუმალთან ლოცვაში მითენებია – არაფერი

თითოეული წვეთი ცრემლისათვის, რომელიც შენს გამო დამდენია – არაფერი

საკვების, ტანსაცმლისა და სათამაშოებისათვის, რომელიც არასოდეს მოგკლებია – არაფერი

შვილო, ჩვენ თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ გამოდის, რომ შენთვის ჩემი სიყვარულის საფასურად გადასახდელი არაფერია . . .

როდესაც შვილმა დედის დაწერილის კითხვა დაასრულა, ცრემლიანი თვალებით შეტრიალდა მისკენ და უთხრა:

დედა მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და შენი სიყვარულის საფასურს ვერასოდეს გადავიხდი . . .

და ამის შემდეგ მან ფურცლის იმ მხარეს, სადაც მის მიერ ჩამოთვლილი სია ეწერა, დიდი ასოებით მიაწერა :

"სრულად გადახდილია."

ორი გაკვეთილი, რომელიც ამ ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ

1. ჩვენ იქამდე ვერ გავაცნობიერებთ, თუ როგორი ძლიერია მშობლის სიყვარული, ვიდრე თავად არ გავხდებით მშობლები.

2. სიყვარული ყველაზე ძვირფასი რამ არის იმ ყველაფერს შორის, რისი გაცემაც კი ადამიანს შეუძლია... და ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტია ის სიყვარული, რომლის გაცემის სანაცვლოდ არაფერს ველით...

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

IAKO-IA (27)
დედის მანდილში აპრილი გალობს, ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში. თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო, პირველად დედას მივუტან პეშვით.
#4, 07.05.2012 - 13:02
sevdiani20 (26)
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.

დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო,
პირველად დედას მივუტან პეშვით.

ნანინას ნამი აკვანზე ელავს,
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან
#3, 07.05.2012 - 00:09
am yvelafers dzalian gvian ratom vxvdebit neta?exla roca ese shors vart vigrdzeni tu ra dzvirfasi da ra mnishvnelovania chemtvis:)
#2, 30.01.2012 - 16:09
jobs gvian vidre arasdross:))albat yoveltvis grdznobdiii ubralod ver amchnevdi
31.01.2012 - 00:01
eeeeeeh...shvilebiii....ra daupiqreblebi vaaaaaaat..gultan dzalian axlosmivida...Mec vtxove ertxel dedas igive:(:(:(
#1, 30.01.2012 - 02:12
შენ გულის ნადებს და მწუხარებას, დედაზე კარგათ ვერვინ გაიგებს, და რომ შეეძლოს, თქვენ სატარებელს იგი საკუთარ მხრებზე დაიდებს შენი სიცოცხლის ერთი წამისთვის, თავის სიცოცხლეს უმალ გაიღებს, თუ სადმე წავა მუდამ გახსოვდეს, დედა შენზე ფიქრს გულით წაიღებს.
30.01.2012 - 15:21
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.