Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
მწვანედ ღებავენ ტირიფები წითელ სახურავს,
მზე იწურება და თანდათან ყვითლდება სივრცე...
ჩუმზე ჩუმი და მშვიდზე მშვიდი წლების მსახური,
ირგვლივ წარსული ფათურობს და გულივით მიცემს.

ისე წყნარია არემარე, ისე ნათელი,
სუნთქვა რომ მესმის, მშობლიური ღვიძლი ჩრდილია...
სადღაც ზღვის გაღმა, საოცარი და სანატრელი,
ჰყვავის და მიხმობს შორეული ჩემი ლილია.

ჩაქრება ირგვლივ ყველაფერი, ჩაქრება, ანდა
ინათებს უცებ, ისე, როგორც რიჟრაჟი ნათობს...
თეთრი საცოლე მენატრება, მსურს ვიყო მასთან,
არ ვნაღვლობ, თუნდაც დავიფერფლო, სიცოცხლე დავთმო.

ამოდის უკვე ზღვის ვარსკვლავი - შუქურა ელავს,-
უპოვართა და მთვარეულთა...ირღვევა ბინდი;
მე მძინავს ფხიზლად. შენ, ძვირფასო, მელი და ღელავ,
თოვლივით თეთრი, შენთან ერთად ვიქნები მშვიდი.

ავტორი: კონსტანტინ ბალმონტი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.