Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
მე მიკვირს,
როცა განცდით მწერ ლექსებს,
შენ ხომ არსდროს დაგიწერია?...
ალბათ, აქამდე იალქნის ფერდებს
ზღვა და ტალღები არ შეჰხებია ...
ან მზე არ გქონდა
ალუბლისფერი,
ან ცა არ იყო
კარივით ღია,
ახლა სხვა სითბო
ჩაგიდგა მხრებში,
და მთის პირიმზეც
მხრებზე გაყრია....
ნეტა, ვის დარჩა
ცის კარი ღია?
ან როდის მოხდა
ეს ყველაფერი?
ცოტამ თუ იცის,
„გულის თქმა“ - კი არ,
„გულის ხმა“ არის აქ ყველაფერი ....
მაგრამ ვინ უსმენს გულს?
ან ვის ახსოვს?
აქ ყველაფერი არეულია,
„გულის თქმა“ „ გულის ხმას“ აიგივეს
და ყველა გული დღეს ეულია....
შენ კი,
შენ ისევ მწერ ცხელი გულით
და მე მაოცებს
შენი სინედლე,
მე შენი გულის მჯერა ამ გულით,
მთის სალოცავებს,
ჩემო, შემვედრე ....

ავტორი: ნინო ლარცულიანი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.