Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

რითი გავამხნევო შავით მოსილი დედები?!






არ ვიცი რითი დავიწყო. რითი გავამხნევო შავით მოსილი დედები, რითი ვაიმედო აცრემლებული ცოლები ან რა ვუთხრა უმამო ბავშვებს? რა ხოტბა შევასხა გმირებს შეუსხებელი? რითი შევამკო მათი ხსოვნა სისხლით დაწერილი?

ჩვენ არ ვართ ის ერი რომლისთვისაც პირველი ბრძოლა ყოფილიყოს, ჩვენ ჩვენ ისტორიას, ჩვენივე სისხლით ვწერთ, ჩვენვე მამულს ჩვენი შვილების სისხლი რწყავს და ჩვენივე მიწაზე ჩვენივე წინაპრები დაცმულან. ოდიდგანვე მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ, მათ სამშობლო იკრავდა გულში...


არ ვიცი, ჩემო ერო შენ რას ფიქრობ ჩემ ძმებზე, მაგრამ ვიცი რომ შენც გულის სიღრმეში გაკლია, გაკლია როგორც თითოეულ ჩვენგანს. მართალია დედა სამშობლომ გულში ჩაიკრა ჩვენი რაინდები, ჩვენი ქართველები და არც აპირებს მათ გაშვებას. ეტყობა რჩეულთა ხვედრია დედა სამშობლოს კალთის ქვეშ ძილი. გულს ნუ გავიტეხთ ძმებო და დებო, დასასრული როდია ეს. არა ეს მხოლოდ დასაწყისია. აბა რა პასუხს ვცემთ მათ საფლავს? აბა რა პასუხს ვცემთ ჩვენ წინაპართ? ასე არ გამოვა, ცხვირის ჩამოშვების უფლება ვინ მოგვცა ხალხო? არა, ჩვენ თვალებში ცეცხლი უნდა იყოს, ცეცხლი ტკივილისა, იმედისა და სიყვარულისა. უფალთან, უფალთან არიან ჩვენები, ჩვენი ბიჭები ხალნო. ამ ბიჭების გამო უნდა ვიბრძოლოთ, რომ მათ სულებმა გაიხარონ ზეცაში! ერთიანი და ძლიერი საქართველოს დანახვა ამ ბიჭების ერთადერთი სურვილი იყო, რომ ძლიერი და ერთიანი საქართველო, ფეხზე დამდგარი დაეტოვებინათ ჩვენთვის. მათ თავიანთი სიცოცხლე შემოგვწირეს თითოეულ ჩენგანს, მე, შენ, იმას და ყველას ვინც კი ქართველია და საქართველოში ცხოვორბს.



დედებო ჩემო დებო და ჩემო ძმებო, გავა დრო და მათი ხსოვნა შემორჩება ჩვენ გულებს. მე მჯერა ისევე როგორც დღეს, გაიხსენებენ იმ გმირებს რომლებიც 8 აგვისტოს გმირულად დაეცნენ. მე მჯერა ჩვენ ისევე დავღვრით ცრემლს, ისევე წავუქცევთ ჭიქას მათ ხსოვნას და ისევე ვილოცებთ მათი სულისათვის როგორც დღეს, გუშინ და გუშინწინ ვაკეთებდით ამას, რადგან ჩვენ ქართველები ვართ! ♥

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.