Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog

მზეს ველოდები

მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს... სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს... მე ხომ, შენი მოფერება მათბობს... მთელი კვირა ველოდები მზეს, მზესთან ერთად ულამაზეს ასულს... მთელი ღამე შენი დარდი მდევს, და ფაქიზად ვეფერები წარსულს... მთელი კვირა ველოდები მზეს, ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის... ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს... და მზესავით გამიღიმებ მაშინ... მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი... შენთან ერთად დავიღალე მეც... ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი... მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს... შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს... მე მზე მითბობს უშენობის სურვილს... მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის... შენი ფიქრი ძველებურად მდევს, ყოველ დილას მაინც თავზე მესხმის... მთების იქეთ მიმალულა მზე... ყოველ დილას გელოდები სახლში... სხვას თუ არა, მზეს ვიპოვი დღეს... და სიყვარულს უსასრულოდ გავშლი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.