Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog
დედის წვალება დედის ამაგი შვილის დაბადებიდან იწყება მისი გაზრდისთვის ო... რამდენს შრომობს და რამდენნაირ ცეცხლში იწვება. რამდენ უძილო გამეს ათევებს ვინ იცის სიზმარს როდის მიწვდება შვილის გვერდით რომ საწოლი უძევს ტანსაცმლიანი იქვე მიწვება და თუ წასთვლიმა დაღლილს ხანდახან მაშინვე თვალწინ შვილი უხვდება, ვითომ მტირალი შვილი იღვიძებს, თვალებს გაახელს, ცხადად უხდება. დაღლილ თვალებით შვილს გადახედავს, ადგება, მისი ალერსით ტკბება ძუძუს უმზადებს მოსაწოვებლად რადგან იცის, რომ შვილს უნდა კვება. შვილის გაზრდაში დრო გვიან გადის. მაშინ 1 დგე 1 თვე ხდება დედას რწმენა აქვს შვილის გაზრდისა, სიძნელეს ლახავს რომელსაც ხვდება. დედის ცხოვრება ავი თუ კარგი შვილის გაზრდას და აღზრდას უნდება. დედას მრავალი დარდი აწუხებს, დედას მრავალი ფიქრი უჩნდება. დარდს გულში იკლავს გაუმჟღავნებლად შვილზე ოცნებობს ჯდება თუ დგება, ოცნებობს მისი მომავლისათვის, ფიქრობს თუ როგორ გზას დაადგება, შვილი რომელიც სწორ გზას აირჩევს და მშობლებს მხარში ამოუდგება, - ასეთი შვილით იხარებს დედა ასეთსჰვილს დედა არ მოუკვდება. შვილი, - რომელიც მაცდურს აჰყვება დედას ამაგი ტყვილად უცდება მაშინ კი დედა ნატრულობს სიკვდილს შვილს კი სავალი გზები უცდება.. შვილის ვალია, არ გადაყაროს დედის ნაშრომი უფსკრულში ქვებად, არ შეარცხვინოს მშრომელი დედა, რომ სამშობლოსაც ჰყავდეს საქებად. თუმც, მშობლიური ზრუნვა ამაგი, შვილს თავის დროზე თავს გადახდება, დედის ღირსებას მაშინ შეიტყობს როცა მშობელი თვითონ გახდება !!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.