Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

ისე ძალიან მომნატრებიხარ

ისე ძალიან მომნატრებიხარ
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
როდის ამავსე ასე პირთამდე
როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს!
დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი
ცხოვრობდი ჩემში მოსული სითბოდ...
შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს
ღიმილითა და ალალალ მითმობ...
და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო
მე შენთვის ვინ ვარ,რა მომაქვს შენთვის?
დაეპატრონა გული შენს გრძნობას
გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!!
იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად
იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე...
გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან
მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!!
სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა
გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები
ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს
რომ მოვალ შენთან ჩაგეხუტები!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს
ანდა ავსებულს ტკბილად დამახრჩობს!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

cicqna1 (33)
მე სიყვარული ან გადამარჩენს
ანდა ავსებულს ტკბილად დამახრჩობს!!!
#3, 04.02.2012 - 22:52
babuna (36)
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს
ანდა ავსებულს ტკბილად დამახრჩობს!!!
#2, 30.01.2012 - 22:44
ისე ძალიან მომნატრებიხარ....
#1, 30.01.2012 - 21:09
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.