Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

(მტკივა ხელები - შენი მკერდის ცხელი ყალიბი.

ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.

ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე,
მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს.
გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ -
იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია...

შემოგვივლია ანანური, გრემი, ვარძია,
ავდევნებივარ მაჯისსიმსხო ნაწნავს მთვრალივით,
მაგ მარჯნებიდან, ჰოი, ცეცხლი გამიტაცია!
(მტკივა ხელები - შენი მკერდის ცხელი ყალიბი.)

შენი ხალიბი წინაპრებით ვარ მოხიბლული
და რითმებს ვჭედავ შენი გრძნობის ძველი გრდემლიდან;
მე მაგ გრძნობებით ვაშლის ხეზე ვიყავ მიბმული,
მე, გაჩენამდე, სამოთხიდან ღმერთი მდევნიდა.

იქნებ შენიდან სულ სხვაგვარი ჩანდა პოეტი,
თუ ასრულებდა ტრაგედიის ნაცნობ პარტიებს,
იქნებ შენამდე მართლა მრუდე გზებით მოვედი
და ეს სიმრუდე - გზის სიმრუდე - ვერ მაპატიე?!

ვეღარ დამტიე, მაინც, გულის ვერცერთ კუთხეში,
ვერც დაუთმობდი რადგან მთელ გულს "უცნობ სახელებს",
გამოიმეტე (ზრდილობისთვის!) ცოტა ნუგეში
და ერთი კოცნა... ო, ეგ კოცნა ახლაც მახელებს!

დღესაც ამ ხელებს ენატრება მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცხრალ თვალებს - მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.