Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

....ვიღაც გხატავდა...

ვიღაც გხატავდა...
შიზოფრენიით სავსე თვალებით,
ტილოზე ფერებს ისე ურევდა -
თითქოს სამყაროს ქმნიდა ამ ხელით.
გიჟური რიტმით მოძრაობდა მისი იერი,
ისე ცდილობდა დაეფრთხო ხილვა
სარკეებს მიღმა...
ტვინში ნალექი, შენი სახელით...
ხო... სიგიჟეა!
სრული. სიცოცხლე ისრებთა შორის,
როცა ქარივით ცოფმორეული, ჰქრიან წამები.
ღამის ქუჩაზე მხოლოდ მხატვარი,
(გიჟურ მიმიკით)...
და ტილო, ფერთან ცრემლგანახამები
ვიღაც გხატავდა...
ალბათ ვან გოგი, ნერვდაგლეჯილი,
(მაგრამ რატომღაც ძილში გხატავდა)
ვიღაც, ქუჩაზე სულ ბოლო სახლში,
ისმოდა როგორ უკრავდა შოპენს...
დაგხატეს მაგრამ...
თვალები, შენსას მაინც არ გავდა.
ხო სიყალბეა!...
ის ყველაფერი, რაც არ იგრძნობა.
ის ყველაფერი რაც გრძნობის მერეც
ისე,უაზროდ, რჩება მომენტში.
გხატავდნენ ასე – მხოლოდ გარეგნულს...
და თმის სურნელი...
ხელის სინაზე...
არ იგრძნობოდა ფერთა მორევში.
ვიღაც გხატავდა...
ალბათ უფრო მე – ვიდრე ვან გოგი,
სილუეტებით, თითების ჩრდილით.
(ქუჩის ბოლოში ისევ უკრავდნენ ფორტეპიანოს)
მე მთელს სიცოცხლეს ვდებდი ნახატში
და ალბათ უფრო არ ვიცი ხატვა,
რადგან თვალები...
სადღაც სიღრმიდან...
მომჩერებოდნენ – მოსევდიანოდ.
ვიღაც გხატავდა...
შემდეგ გიჟივით ჰაერში ფანტა -
ღამის სიჩუმე, საღებავები, თეთრი ფუნჯები...
და ნაბიჯ – ნაბიჯ ტოვებდა გზაში.
ჩვენკი ვდაობდით მე და ვინსენტი
თურა ნაზია შენი ხელები...
თუ როგორია შენი თვალები...
თუ რა სურნელი მახსოვს შენს თმაში.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.