Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog

და იცი რატომ?

საღამო იყო თანაც ძლიერ ძლიერ ციოდა,
ვიჯექი მარტო,გავყურებდი შორეულ წარსულს...
შენი უიმედო მონატრებით გული მტკიოდა
შენთან სიმარტოვე ო რაოდენ ძლიერ მინდოდა.
საღამო იყო ვარსკვლავების წვიმა ცვიოდა,
ვიჯექი მარტო შეუმჩნევლად ცრემლიც მდიოდა...
შენი ჩახუტება,მოფერება ისე მინდოდა
დრო კი ამ ნატვრაში შეუმჩნევლად ძლიერ მიჰქროდა.
საღამო იყო ჩამი-ჩუმი არსად ისმოდა,
მე კი წარსულზე მოგონების ფიქრი მათბობდა...
არ მეგულება პიროვნება ვინც არ იტყოდა
ნეტავ წარსულში,სულ ცოტა ხნით მაინც მამყოფა.
საღამო იყო ისევ ისე ძლიერ ციოდა,
ჩემი სიბრალულით ღრუბელსაც კი ცრემლი სდიოდა...
ისე გნატრობდი,სინანულით ცაც კი ტიროდა
ჩემი სიბრალულით ნიავიც კი არსად იძრწოდა.
საღამო იყო...ამ თვალებში სული კიოდა
და იცი რატომ? უშენობით გული მტკიოდა....

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.