Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kvasura blog

საქართველო

არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. ძალიან სასტიკი ყოფილა ცხოვრება. ვიდექი ქუჩაში და კადრები იცვლებოდა ჩემ ტვალწინ. ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ყველა გარბოდა , დროც გარბოდა . მეც მინდოდა გაქცევა , მაგრამ გაქვავებული ვიყავი. დილიდან საღამომდე ასე ვიდექი ერთ ხალხმრავალ ქუჩაში და არავის გასჩენია სურვილი მოსულიყო და ეკითხა რამე ხომ არ მიჭირდა. ძალიან გულგრილი გახდა ყველა , გული მტკიოდა, სად გაქრა ის ხალხი, ხალხი რომალსაც სხვისი ტკივილი სტკიოდა? რომელ სხვის ტკივილზეა ლაპარაკი, სამშობლოს გულის ცემა აღარ ესმით, ადრე პატარა ოხვრაზეც კი ფორიაქდებოდნენ, უვლიდნენ, ეფერებოდნენ , ახლა კი , მთელი ხმით გმინავს ჩვენი საქართველო და მისი არავის ესმის. იმდენად დაკავებულია ჩვენი საზოგადოება საკუთარი ცხოვრების მოწყობით, რომ ყველას დაავიწყდა „ვისი გორისაა“ და რომ ამ გვარს, ფესვებს, დედა სამშობლოს გაფრთხილება ჭირდება. ბავშვებს საქართველოს სიყვარულს აღარ ასწავლიან. ვინ უნდა ასწავლოს? მშობელმა ან მასწავლებელმა. მშობელს „არ სცალია“ , მასწავლებელს თვითონაც დაავიწყდა რა გრძნობაა როცა სამშობლო გიყვარს. იურისტები იცავენ „კანონებს“ და უსამართლობას სამართალს არქმევენ. ექიმები პატიოსნად ასრულებენ საკუთარ მისიას მაღალი ხელფასის გამო, მაგრამ სულიერება მათაც დაუკარგავთ. ეკონომისტები გულმოდგინედ უსხედან ციფრებს და „ქართული ეკონომიკის“ აღორძინებას ცდილობენ, მაშინ როცა ქუჩაში ვიღაც შიმშილით კვდება. მწერლები, ადამიანები, რომლებიც მშობლიური მიწის სიყვარულს უნდა უნერგავდნენ მკითხველს, მწერალთა კავშირში „საქმეებს არჩევენ“. ეკლესიები აივსო ფარისეველი და ფანატიკოსი მრევლით, სასულიერო პირები კი ერთმანეთს ებრძვიან ამა თუ იმ თანამდებობისათვის. ვიღუპებით! ვიღუპებით! განა ეს დასასრული არ არის? ვიდექი და მინდოდა მეყვირა : ნუთუ არავის გესმით! ნუთუ ვერ გრძნობთ, არ გტკივათ?!_ მაგრამ ვიცოდი აზრი არ ქონდა და შებინდებისას წამოვედი . მე თვითონ ვინ ვარ ამდენ ხალხს რომ განვიკითხავ?_ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი გოგონა, სტუდენტი, მხიარული, ემოციური, სამშობლოსა და ადამიანებზე ზედმეტად შეყვარებული. გამაოგნა ამდენმა გულგრილობამ. თავდახრილი ადამიანები ეკლესიაში დგანან , უცებ ნაცნობი ხვდებათ და მასთან ერთად იწყებენ საკუთარი „დების და ძმების“ განკითხვას, დები და ძმები იმიტომ ვთქვი, რომ მე თუ მკითხავთ ყველანი ნათესავები ვართ საქართველოში ისეთი პატარაა ჩვენი ქვეყანა. მოიწამლა „ბებერი მუხა“ , მოიწამლა, ჩვენ , პაწაწინა ფოტლებმა მოვწამლეთ მისი ათასწლოვანი, დაკოჟრილი ტანი. დაიღალა საქართველო. ნუთუ აღარ იბადებიან თამარის, პატარა კახის, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძისნაირი გმირული სულის ადამიანები ? „ყველა ქართველი მოღალატეა, უბრალოდ ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება ზოგს არა“ ნუთუ ეს სიტყვები მართალია. განა შეიძლება ქართველმა კაცმა დავით აღმაშენებლის ძეგლს ისე ჩაუაროს , არ შეჩერდეს მის წინ, ქუდი არ მოიხადოს და დალოცვა არ სთხოვოს დიად მეფეს? იქნებ ომია საჭირო? ომი, ქუდზე კაცი რომ დაიძახონ, ყველა რომ გამოვიდეს და სამშობლოს დასაცავად თავი გადადოს? არა, რა თქმა უნდა არა, აღარც ომი და აღარც მშვიდობა უშველის დედა საქართველოს. ის გულშია დაჭრილი და ეს ჭრილობა აღარ გამთელდების. განა ვინ დაჭრა იგი? _ჩვენ, ჩვენ ყველამ ერთად, ნელ-ნელა, ჩვენი ქცევებით, ბოროტებით, მტრობით, გაუტანლობით.ფანჯრიდან გავიხედე გუშინ, საღამოხანს და თავიდან ფეხებამდე შემძრა სანახაობამ. ქალი, ულამაზესი ხნიერი ქალი, მივიდა ნაგვის ურნასთან და „საჭირო“ ნივთების ძებნა დაიწყო, ამ დროს ჩამოიარა შუახნის კაცმა, დაინახა და თავაწეულმა, ღიღინით გზა განაგრძო. შევიძარი, ტირილი დავიწყე, ვიხედებოდი ირგვლივ და არაფერი ჩანდა, მხოლოდ სიბნელე, სიბნელე, ვიღუპებით.. ვიღუპებით... როგორ? როგორ უნდა აუარო გვერდი ასეთ სანახაობას თავაწეულმა, ისე , რომ შენში პატარა ტკივილმა მაინც არ გაიელვოს? განა შეიძლება გული მაინც არ დაგწყდეს ? ყველაფერი ამერია თავში . ერთი აზრი გაჩნდა მხოლოდ ჩემში : ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა საქართველოს არცერთი ქალაქის, არცერთ ქუჩაში აღარ მენახოს ადამიანები, რომლებიც სჭირო ნივთებს ნაგვის ურნებში ეძებენ.მაგრამ მე კიდევ ერთი ოცება მაქვს, თუმცა ეს ოცნება უფრო ადრე გამიჩნდა. მაშინ, როცა პირველად მარო მაყაშვილზე გავიგე. იმ დღიდან გმირულ სიკვდილზე ვოცნებობ. ისეთზე რომელიც ყველას ემახსოვრება.ქართველებო! თქვენ მხოლოდ შეიყვარეთ სამშობლო, საქართველო! შენ მხოლოდ დამიძახე და მე ყოველთვის გადავდებ შენთვის თავს. ალბათ ვინმეს გაეცინა, მაგრამ მე მინდა დაფიქრდეთ, ძალიან ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ ვიპოვოთ „გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს“ ანუ გადარჩენის გზა. მხოლოდ, შეიყვარეთ ერთმანეთი, დაიცავით და გაუფრთხილდით ადამიანებს, „გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ“, გიყვარდეთ უფალი და დედა საქართველო!რამ დამაწერინა ეს ყველაფერი? ქუჩაში ვიდექი და ოხვრა გავიგე, ეს ჩემი სამშობლოს ცრემლნარევი ხმა იყო და ვეცადე თქვენამდე მომეტანა ის ტკივილი, რომელიც ვიგრძენი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline kvasura (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.