Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kvasura blog

ტერენტის ხსოვნას...

მეშინია...ირგვლივ საოცარი ქაოსია.ხანდახან ვიპოვნი ხოლმე უეცარ შვებას-სიმყუდროვეს.მაგრამ მალე გაილევა ხოლმე,როდესაც გათავდება თუ არა ღამე,აგუგუნდებიან ავტომობილები,დაიძრებიან ელმავლები,ჩაქრებიან ლამპიონები და ყოველივეს ფერი ეცვლება,იცვლება ყოველივე...რაც ნაზი იყო,იდუმალი,მიუწვდომელი.მე მეშინია ახლაც,ვფიქრობ,მოვა დრო,როცა სამუდამოდ გათენდება,სამუდამოდ ამოხეთქავენ ჩემი ცოდვები მიძინებული სულის ხვეულებიდან და მე გამიჭირდება გამარჯვება.მე ახლა თუ შევძლებ გამარჯვებას!-ეს იქნება საოცარი უზენაესი გამარჯვება...სწორედ ახლაა დრო.დრო,რომელიც ფეხზე დაიკიდა თანამედროვე აზროვნებამ და სწრაფვამ მატერიალიზმისაკენ...ყოველი ჩვენი დღე,კალენდარზე მოხეული,შორს მოსროლილი ფურცელია და მეტი არაფერი...მეძახის ისევ,ჩემი მე:-აღსდექ!დადექ იქ,სადაც შენი სული ჰპოვებს მოსვენებას.გაიღვიძე!გამოდი ბნელი ხვეულებიდან სანამ საბოლოოდ არ ჩაგმარხეს და მოგაყარეს მიწა ცოცხალს.მერე იგმინე და ივალალე სამარიდან-როცა არავინ იქნება შენი მშველელი და შემწყნარებელი,როცა სრულიად არავის შეეცოდები.გამოდი!შენივე სულით მაგრად ჩაებღაუჭე შენს სხეულს და ათრიე სინათლემდე...ახლა რას გევხარ?!შენი სული და ხორცი აქედანვე გაჰყრიან ერთმანეთს და ცალ-ცალკე მოქმედებენ...ნუ დაემსგავსები ცოცხალ მიცვალებულს!რად გინდა ლექსი,სიმღერა?!თუ არ გამოჩნდი და გამომზიურდი...იჯექი მაგ შენს სოროში მხოლოდ სხეული და ელოდე შენს განაჩენს,სადაც არავინ გაგამართლებს ასეთს.მოიძულე შენი თავი და გთხოვ!გამოდი!

მაგრამ მე...მე რა ვუპასუხო ამ ჩემს შინაგან ძახილს?!გაცვდა სიტყვები ბრძოლისათვის:,,დავიღალე,აღარ შემიძლია,,-მრცხვენია კიდეც ამის მთქმელ ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე კაცს საკუთარი თავის...არა,დღეს აღარაა დრო გამოუცნობ სიღრმეებში წოლის და ძილის.ახლა სულს სურს მძაფრად დაყვირება,რომ : -მე მოვდივარ!-მე ღარ მინდა მივმართო მსოფლიოს:-მომეშველე!.იმიტომ რომ ვიცი-კვლავ არავინ მოვა,არავინ გამცემს ხმას ისევ ძველებურად შეირხევა სარკმელთან ფარდა...ისევ გამოჩნდებიან ცნობისმოყვარე თვალები და არა დახმარების სურვილით ანთებული ორგანოები...მე მოვუწოდებ მსოფლიოს:-კმარა ხვეულები!თქვენი დაღლილი სხეულებიდან მოჟონავს სიცარიელის სიხლი,ყოველი წვეთი დაეძებს თქვენს სულს-დაკარგულს თქვენში,რომ სამუდამოდ შეიერთოს და გახდეს ერთი,ერთი მიზნით მოძრავი სულიერი და ხორციელი ელემენტების ჯამი.რათა სიკეთე გამოიხმოს თქვენმა ადამიანობამ და უკვდავეყოს საკუთარ არსებობას...

თქვენც თანდათან ბნელდებით,მაშინ როცა ასე ახლოა საუკუნო გათენება...დღე როდესაც თქვენი ცოდვების განწირულებით ამოხეთქავენ საფლავებიდან-თქვენი სულებიდან...და გაირჩევა ყოველი ჩვენში,მაშინ როდესაც ახლა მაგრად მივკვრივართ ერთმანეთს და ავრეულვართ ერთმანეთში.ვამბობ,ტალახია ეს ყველაფერი,,რასაც ეწოდება-მიწა,,მე კვლავ მეშიანია...ჩემი სიტყვები მეტად სუსტია მსოფლიოსათვის და მე არ ვჩანვარ...მაინც,აღარასოდეს მივმართავ მსოფლიოს:-გადამარჩინე!-ვიცი,ისევე შეირხევა სარკმელთან ფარდა...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline kvasura (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.