Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
diagone blog

კოხტა კოლხი

ორსანტიას, ქარტიას, ქაფატსა და მარტვილს თავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი. აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთა ენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა. და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან, მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა. "არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებს და არც დააბიჯო, ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!" წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით, მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი. კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს, დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტე და მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს, ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე. "კანჭა კვიცზე გადევნებას, ჩვენ მოგვხედო გიჯობს, ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!" წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს, მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე... ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით... მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის. როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა - ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა. ბონდოია მიდის, მიდის... და კოლხეთის ველზე, ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს. და მე მესმის და მე ვიცი და უღმერთოდ მჯერა, როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას, აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში, მტერს ჩქამიც რომ დაღავს, ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.