Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
diagone blog

ცისთვალები შენთვის

შორს, მაღლა, მაღლა, ღრუბლების ზემოთ, სადაც ცა ლურჯი ისე ახლოა, რომ ფიქრობ: თითქოს სულაც არ არის ძნელი, ადგე და ხელიც კი ახლო... აი, იქ, სადაც ალპურ ფარდაგებს ქსოვს მზე და ირგვლივ ხალისით აფენს, ერთი ლამაზი ყვავილი ხარობს, რომელიც თითქოს ზეცაში დაფრენს... ის პატარაა, სუსტი და კდემით გაჰყურებს სივრცეს და კლდეებს ქვიანს, ის ციურ თაღთა დედოფალია, და სახელადაც ცისთვალა ჰქვია. ლამაზი არის მათი ლაშქარი, გვირგვინებია ყველა ფერდიბის, საკმარისია, ერთხელ შეხედო, შეგიყვარდება და დაენდობი. მეც შემიყვარდა ეს მთის ასული, ლამაზი მხრებით, ნაზი ფურცლებით, დღეს ჩემი გული მისი ბინაა მარად მყუდრო და მარად უცვლელი. ჰოდა, შენ გჩუქნი, მთის ყვავილებზე შეყვარებულო წმინდა ფერია, ცისთვალებს, ვისი ლურჯი ბაგენიც მხოლოდ და მხოლოდ შენთვის მღერიან...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.