Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninakaninaka blog

ფერი ყავის

მიყვარს შენი ფერი ყავის,
შენი თმები ყავის,
შენი ყელი ყავის.
მიყვარს, როცა ცეკვავ ჩემთვის,
გამიელვებს როცა ყურთან
ჟღერა სამაჯურთა,
ლამაზ სამაჯურთა,
შენი ტერფის რიტმს რომ ერთვის.

ფერი ყავის,
მიყვარს შენი ფერი ყავის.

რა საოცარ ალში მახვევ
შენი ცეკვის მნახველს,
თეძოებს რომ არხევ,
ნაზად არწევ თვალ-წამწამებს...
და თუ მაგარ ყავასავით
ჟინით ამაზვავებ,
ვნებით გამასვავებ,
გავათენებთ ჩვენ ამ ღამეს!

ფერი ყავის,
მიყვარს შენი ფერი ყავის.

სიყვარული, თავისთავად,
როგორც ჭიქა ყავა,
შეუმჩნევლად გავა
და ვერ შევცვლი მე ამ მცნებას.
მოგვწყინდება როცა ყავა
და დაცხრება ლავა,
მაშინ ყოველივე
მიეცემა დავიწყებას.

ფერი ყავის,
მიყვარს შენი ფერი ყავის...
სერჟ გენსბურგი


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninakaninaka (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.