Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
დიდხანს ვიფიქრე,ვიფიქრე,

ცხრა მთაც კი გადავირბინე,

ბევრი ვეძებე შენსავით,

ქალი ტურფა და პირიმზე.

ცვარმა ნამიც კი გაპკურა,

მზემ სხივით გაგაცისკროვნა,

იამ სინაზე გაჩუქა,

ვარდმა თავისად გიგულა.

ქალავ გიხდება სიცილიც,

ოღონდ არ გახდე დიდგულა,

სიზმარშიაც და ცხადშიაც,

სულ შენი ნახვა მწადია,

ღმერთო ნუ მოშლი ამ ქვეყნად ,

რაც ლამაზი და კარგია,

მშვენიერებას თაყვანს ვცემ,

სიზმარშიაც და ცხადშიაც.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.