Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog


თოვს, თოლქვეშ ჰყვება ჩემი ფიქრები,
და მცივა, როგორც, ხეზე ბეღურებს,
თოვლქვეშ ჰყვებიან შენი ტიტები
და თოვლი მპარავს შენს ნაფეხურებს...
რა მწუხარეა ეს მელოდიაც,
თეთრი ზეციდან თოვლს რომ მოჰყვება,
თითქოს ფიფქები ფიფქებს ჰკოცნიან,
ფიფქები იქცნენ ანგელოზებად...
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
ამ თოვლის გამო სულშიც აცივდეს...
ეს თოვლიც ზეცის სახსოვარია?
კარგი, არ მკითხო, არ ჩამაცივდე!
და ქალის ტორსიც მარმარილოსი,
ეზოში როა, თოვლმა დაფარა,
სახურავზე კი ისევ ხორხოცით,
დაიარება ჭრელი ჯაფარა...
შენ კი სეირნობ, ალბათ, ამ თოვლში,
შენთვის ეს თოვლი კარნავალია,
მე კი შენს თვალში ვარ ბარბაროსი,
რადგან მე თოვლი არ მიხარია...



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.