Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ამის ძალა,მე არ გამაჩნია...

თოვს...

სკოლა მახსენდება და განსაკუთრებული ემოციით,ვივსები...თითქოს,ისევ ის ვარ და მოუთმენლად,მივაბიჯებ,თოვლიან გზებზე....ახალი ჩექმა მაცვია,ძალიან თბილი და კომფორტი აუცილებელია...სხვანაირად,ხომ ვერაფერს დაწერ...თუ გემრიელად,არ მოკალათდი კომპტთან,არ შემოიწყვე ფიქრები,კლავიატურაზე და თბილი,ჩაი არ მოსვი,ისე ხომ ჰმ,ვერაფერს დაწერ...ჰმ,რატომ და დაგრუზული ვარ დღეს...ხასიათზე არ ვარ...სკოლის გახსენებამ,ცოტა გამომიკეთა გუნება,მაგრამ მიუხედავად,ამისა მაინც დაძაბული ვარ...მაინც,ისე რაღაცნაირად და რად ავიჩემე,ეს სიტყვა?რაღაცნაირი...ალბათ,მეც რომ რაღაცნაირი ვარ,ამიტომ მსიამოვნებს ეს მსგავსება,ჩემსა და ამ უცნაურ სიტყვას შორის...მიყვარს სიტყვებთან ჩემი მსგავსება...სიტყვებთან,მზესთან...ისე ლამაზად თოვს,რომ გეგონება,მზე აქვეა,სადმე ახლოს ..თითქოს,მზეს სცვიოდეს ფიფქები....

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებს ვკითხულობ ერთი ამოსუნთქვით და მწერლობა,აი ასეთია კარგი...ერთი წაკითხვით,რომ ვერ შეიგრძნობ,მთელ მის სამყაროს ..როგორი შთამბეჭდავი იყო,მისი ტრაგიკული სიკვდილი...სხვა იხსნა და თვითონ კი დაიხრჩო,აბობოქრებულ ოკეანეში(წესით ზღვაში)მაგრამ მე ოკეანეს ვხედავ ეხლა...

ვხატავ ფიფქებს და მისი სითეთრე მიყვარს,ძალიან...შეშლილი სისპეტაკე,შეშლილი,რადგან არ შეიძლება,ზომიერი,ასეთი წმინდა იყოს...ასეთი სუფთა....

ფეისბუქზე არავინ ანათებს.. თოვლის საყურებლად წასულან,ისეთი სიჩუმეა...

სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ,დრო და დრო ,მეტი რომანტიკისთვის თოვას შევავლებ თვალს და გარემო,მართლაც,რომ ლამაზია ეხლა,ჩემში,,,მაგრამ არ მყოფნის ეს სივრცე,სახლის ლამაზი იდილია...

ყველაზე მაღალ მთაგორიან ადგილას ვდგავარ და მიხარია...ცა ჩამოიწია და ლოყაზე მაკოცა,მასაც უხარია,ჩემთან ერთად...ფიფქები კი ქრიან,ცრიან...შიშვლდებიან...თვალებს ვხუჭავ და ეს უკვე,სრულიად საკმარისი,მდგომარეობაა ჩემთვის.....ცივა,ყინავს,მაგრამ სითბოს და იდილიას,მე ეს მირჩევნია...ჩემი შეშლილი ბუნება..შეშლილი და სუფთა...ბერები ფეხით,მიდიან ტაძრისკენ...მათი დანახვა,ძალიან მიხარია და კიდევ,რაღაც სხვას ვგრძნობ,როცა მათ ვხედავ..მაგრამ ამას ჯერ,ვერ ვხსნი,ამის ძალა,მე არ გამაჩნია...


Tags:

 
Interesting
positive votes: 15  |  negative votes: 0

Write comment:

ვხატავ ფიფქებს და მისი სითეთრე მიყვარს,ძალიან...შეშლილი სისპეტაკე,შეშლილი,რადგან არ შეიძლება,ზომიერი,ასეთი წმინდა იყოს...ასეთი სუფთა....
#2, 02.02.2012 - 17:15
aMIRZAde (46)
რაღაცნაიროოო)))
#1, 01.02.2012 - 13:53
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.