Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

დაველოდები დაღამებას...

მდუმარე ღამეს შეშლილივით ჩავეკონები
და შევეხები სათუთ გრძნობას, თითოეულ ვარსკვლავს,
ღამის სიგიჟეს ხელაღებით დავემონები
და მარტოობას წავუკითხავ მე ლექსებს ათასს...


ვარსკვლავთა ჩრდილებს მივეძღვნები ლამაზ რითმებად
ღამეულ ლანდებს მეგობრებად ალბათ გავიხდი,
ღამის სიგრილე გადამარჩენს მე გაგიჟებას
და მე მის ამაგს ვეღარასდროს ვერ გადავიხდი.


დავმეგობრდებით მე და ღამე სამარადჟამოდ
და ერთად მივალთ ალბათ ორნივ სამარის კართან,
მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლია ერთურთს გაგვყაროს,
სახსოვრად ღამე გამაყოლებს კრიალა ვარსკვლავს.


და თუ ვინატრებ მე ამ ქვეყნად როდესმე რამეს
ან ფიქრო, ავო, თუკი მაინც არ მომეშვები,
დაველოდები დაღამებას, გავაღებ კარებს,
ღამის მორევში სიხარულით გადავეშვები!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.