Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ადამ-იანები...

ღამდება.ოღონდაც იტიროს და სანთელს მერე ავანთებ! უკვე ორი საათია რაც დაიბადა, მშობელმა ბევრი ტკივილი გადაიტანა და ახლა მხოლოდ მოლოდინით სავსე თვალები ელოდებიან პატარას ხმას..
-ჩუ, ჩუ.. მგონი აპირებს! -და აი,ატირდა. ფუმფულა ტილოში გახვეულ გოგონას სახეს დედის ცრემლები დაეცა.
ახლა კი დროა ავანთოთ! მისი ცხოვრება აქიდან დაიწყო.. ზეცაში ანგელოზები სიხარულით ლოცავდნენ, ეშმაკები კი ბოროტად ხარხარებდნენ.
-ჰა..ჰა..მე ჩავაქრობ, საბოლოოდ გავანადგურებ
-არა, შენ უფლება არ გაქვს! სულს ნუ უბერავ!
-შენ ვინღა გეკითხება თეთრ ფრთებიანო?
-გაჩუმდი თორემ დაგსჯის უფალი..
-მე არ მეშინია..ჰმ.. უფალი.. არ არსებობს..-უფსკრულიდან კვლავაც ხარხარი ისმის.. ცხოვრების საქანელა სანთლის ალივით ქანაობს აქეთ-იქით..ვინ იცის საბოლოოდ საით აღმოჩნდება?!
ანი..ბანი..განი.. აქ ასე იციან დათვლა, სანამ ჰოემდე მიაღწევენ, ხოლო შემდეგ-ჩაქრება სანთელი, ჩაბნელდება ოთახი და ოთხკედელსშუა გამომწყვდეული მარიონეტი გახდები!
ვერ გაიხსენებ ვინ ხარ, რა ხარ.. სად მიდიხარ ან საიდან მოდიხარ! ეშმაკები დაგაბზრიალებენ ცერა თითით და ნაცრისფერ ასანთის კოლოფებში გამოგკეტავენ..(მგონი, იმათ კორპუსებს ეძახიან თქვენში) შეგეშინდა, არა?! ჰო.. მე ეს შენს თვალებში ამოვიკითხე..
-მშიშარა, მშიშარა..დაგცინიან არა?!.. და შენ უფრო და უფრო ამპარტავანი ხდები, უფრო გძულდება მთელი სამყარო..
დავიჯერო არ გინდა სანთელი საკუთარი ცხოვრების ლამპრად აქციო და ოცნებებით დაღვენთო?! თუ გძლევენ?!
აი.. გახედე იმ პაწაწინა უცოდველ გოგონას. ოქროსფერი ხუჭუჭები რომ აქვს.. აი.. ლურჯთვალება! ვარდისფერი, ლამაზი კაბა რომ აცვია.. ვერ იცანი?.. ის შენ არ დაგემსგავსება..
ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელია რაც სანთელი აანთო და ჯერ ერთხელაც არ გაქანებულა.. ცეცხლი არსად გაქცეულა..უბრალოდ კელაპტარი რაღაც განსაკუთრებულ ფორმას იღებს; არა იმათ მსგავსს შენ რომ აქამდე გინახავს, ალბათ საუკეთესო მოქანდაკე აქანდაკებს.. და ის მოქანდაკე შენ ნამდვილად არ უნდა იყო!
-გითხარი?!.. კიდევ ერთხელ დაბნელდა..
სანთლის სილუეტები მკრთალად ჩანს! ეშმაკი ისევ ხარხარებს..
-ფუ, რას ჰგავს?!.. მეორეც იმას უნდა დავამსგავსო!
-მოეშვი, ის შენზე ძლიერია უფლის მადლით.. ვერ მოერევი.-აფრთხილებს ანგელოზი!
უფლის თვალებიდან წმინდა წყალი წვიმს და გუბეებში სიცოცხლის რგოლებს ქმნის..
ერთ-ერთი სანთელი ჩააქრო! დ მისი სიცოცხლე იმ საღამოს ისე დასრულდა, არავის მოუკითხავს..
მეორე ჯერ შუდრეკლად დგას!ჩუმი ნაბიჯებით ყოველ საღამოს ეკლესიაში დაჰყვება საკუთარ მეორე მეს!
ბავშვობიდან სიყრმემდე.. სიყრმიდან სიბრძნემდე.. კიბის საფეხურებს ისევ დაბლა ჩამოჰყავხარ.. ჯერ არცერთი არ ჩამტვრეულა!.. და ბოლოს, სიბრძნიდან სიბერემდე..
თუმც იქამდე შორია..სანამ ჭაღარა შეგერევა და სულში აცივდება, სანთელი საბოლოოდ დაიღვენთება!
ნუ გეშინია! შენს მიერ ქვაზე დადებული მადლი ახლაღა უნდა მიიღო! უფალი ტირის. უხარია, რომ კიდევ ერთი შენნაირი იპოვა!
მაგიდაზე მხოლოდ ერთი კელაპტარი დარჩა! ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის სასიამოვნო მოგონებებად, ლამაზ ოცნებებად და სამახსოვრო საქმეებად შემორჩა სამყაროს..
ხომ გახსოვს?.. როცა ადამ-იანი იბადება, ის ტირის და ყველა იღიმის.. შენ იცხოვრე, თანაც ისე რომ გარდაცვალებისას ყველა ტიროდა და შენ სახეზე ღიმილი დაგთამაშებდა!..
ჰო და მიიღე ეს ცრემლები ჩვენს სითბოდ! დღეს საფლავის ქვაზე დაგხატავენ და უფლის სახელით შენს თავზე საღამომდე იწვიმებს.. იგლოვებს ზეცა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 21  |  negative votes: 0

Write comment:

ვერ გაიხსენებ ვინ ხარ, რა ხარ.. სად მიდიხარ ან საიდან მოდიხარ!
#2, 02.02.2012 - 09:26
agni121 (41)
ბავშვობიდან სიყრმემდე.. სიყრმიდან სიბრძნემდე.. კიბის საფეხურებს ისევ დაბლა ჩამოჰყავხარ.. და ბოლოს, სიბრძნიდან სიბერემდე..
თუმც იქამდე შორია..სანამ ჭაღარა შეგერევა და სულში აცივდება, სანთელი საბოლოოდ დაიღვენთება!
#1, 02.02.2012 - 01:23
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.