Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

გაგიჟება შეიძლება



გაგიჟება შეიძლება,
და ვგიჟდები კიდეც შენზე...
შენი თმები მესიზმრება,
შენი კანი თეთრი–თეთრზე...
მესიზმრება შენი მზერა,
მესიზმრება შენი სული,
როგორც ჩემი ბედისწერა,
შენგან ასე შერისხული...
შენი უღვთო სილამაზით,
დავალ ნდომაჩალეწილი...
ყელი შენი, ბროლის თაღი,
თითნი თლილი, თლილზე–თლილი...
ან ამ გრძნობას რად ვინახავ,
რად ვინახავ, მითხარ, ასე...
გულისკოვზთან ჩამიმარხავს,
ვით ფიალა ცრემლით სავსე...
დღეს ხომ ასე აღარ უყვართ,
მაშ, მე რა მჭირს, რა მაცოფებს?
რომ ჭკუიდან გადავსულვარ
რომ მკვდარს შენ თუ გამაცოცხლებ...
მე მორევი მითრევს, ვყვინთავ,
ბედი მადებს თავის ბორკილს;
ერთს გთხოვ, რომ ნუ გამიკითხავ,
მეც არ ვიცი, თუ რა მომდის...

Tags:
..

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

ბედი მადებს თავის ბორკილს;
ერთს გთხოვ, რომ ნუ გამიკითხავ,
მეც არ ვიცი, თუ რა მომდის...
#1, 01.02.2012 - 21:50
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.