Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

სისულელეა, დამიჯერე, ეს ყველაფერი...

სისულელეა ყველაფერი,ჩემო ძვირფასო,
ირგვლივ ქარია - ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს ბაღები და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი, თუ, წვიმებმა დაიგვიანეს...

დამეფანტები ახლა, ვიცი მოგონებებად,
უცნაურია, ეს აპრილი ხომ უკვე იყო.
აქ გათენებაც არეულა ისეთ ფერებად,
რომ, ვერ ვიხსენებ - ეს სიგიჟე რატომ დაიწყო...

სისულელეა, დამიჯერე, ნამდვილად ვიცი,
ეს ნაბიჯებიც მამსგავსებენ ხანდახან ჯამბაზს.
ცხოვრება მესვრის - ტყვიებივთ, შეფარულ სიცილს,
თანდათანობით ემგვანება უაზრო თამაშს...

უნდა წავიდე, ალბათ უკვე, უნდა წავიდე.
ახლა ქუჩამაც - ტკივილამდე იცვალა ფერი,
სადღაც გაბნეულ მონატრებას მიაქვს სიმშვიდე
და სიკვდილამდე დამღლელია ეს ყველაფერი...

უცნაურია, ეს აპრილი ნამდვილად იყო.
ირგვლივ კი ქარი - ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს გზა უკვე და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი, თუ, წვიმებმა დაიგვიანეს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...
#1, 05.02.2012 - 13:15
 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.