Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

დავდივარ დამაქვს სიკეთე დიდი...

მე არ ვედრები მზესა და მთვარეს,
ვფიცავ არ მიპყრობს არაფრის შური,
სხვისი სიკეთე თუ გამახარებს,
სხვისი ღიმილით მევსება სული.
სხვისი ტკივილით მეც მტკივა გული,
და სხვისი დარდი ისევ მაწვალებს,
დიდ პატიებას ვარ შეჩვეული,
და სიყვარულიც დიდი მასწავლეს.
არ მიყვარს შუღლი,არ მიყვარს ჯიბრი,
თავზე გევლებით ჩემი ფიქრებით,
თუ ვინმე ჩემზე რამე ჯავრს იყრით,
მე სიკეთეში გაგეჯიბრებით.
ერთი შეხედვით თითქოსდა მშვიდი,
ო, რა ბობოქარ სულს დავატარებ,
დავდივარ დამაქვს სიკეთე დიდი,
და ბოროტებას არ გავაკარებ!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.