Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

მოხეტიალე ჭრიჭინები...

ისეთი ემოციური დღე მქონდა გუშინ,რომ ახლა მგონია,სვანეთი,პარიზის წვიმიანი ქუჩა და რიოს გარეუბნები ფეხით მოვიარე ...ყველაზე კარგად,თავს სვანეთში ვგრძნობდი,დიდი ხნის ნანატრ მთებს შევავლე თვალი და ციხე კოშკშიც ვიყავი გამოკეტილი...სასიამოვნო და შთამბეჭდავი სანახაობა იყო...თემის უფროსმა,ჩემი ნახვა მოინდომა და ჩემი გარეგნობით,აღფრთოვანებულმა ბრძანება გასცა...მე კი მეღიმებოდა,,რადგან ახლა შეყვარებული ვარ და თუ ციხე კოშკში ვიქნები გამოკეტილი,ეს არანაირად არ მაწუხებს...პირიქით,შემიძლია ძალიან ბევრი ვიფიქრო და ვიოცნებო...

რაც შეეხება პარიზს,ის ჩემი ოცნების ქალაქი არასდროს იქნება,მაგრამ მის ქუჩემში,რომ დავსეირნობ,ესეც კარგია.....მალე გაწვიმდება ალბათ და მეეტლეს ვაჩქარებ...კრუასანებს ვყიდულობ და კარგი მაგარი ყავა,ვერანდაზე მომაქვს შენთვის...შენ იღიმი და ოცნებობ..ფიქრობ...გიხარია,ეს ყველაფერი და შხაპუნა წვიმა,სულს აგრილებს,,ემოციებით გადატვირთულ დღეს....

აი რიოს გარეუბანში სეირნობა კი ჩემი ხასიათის ადეკვატურია...გარეუბანი,ავოკადოს და ქოქოსის წვენის გამყიდვლებით არის გადატვირთული...ცხელა..ფეხზე ოქროსფერი სანდლები,მაცვია და მწვანე შიფონის სარაფანი,ზღვის ფსკერზე,აქვს გადაფენილი,მეოცნებე ქალს..

დავრჩებოდი ცხელი ქვიშის სანაპიროზე რამდენიმე დღით და როცა მომწყინდებოდა,დავწერდი დღიურს ...შენზე დავწერდი,მერე მოგწერდი წერილს,ცისფერი ასოებით და ვიოცნებებდი...დავიანახავდი,როგორი მოთმინებით გახსნიდი ჩემს ბარათს...წაიკითხავდი,თბილი ასოებით ნაწერ წერილს და დარწმუნდებოდი,ჩემს სიყვარულში...

მიუხედავად,გუშინდელი,ემოციებისა,მე ახლაც მენატრები....

ქარბორბალა ყინვის მარცვლებს სახეში მაყრის და ქარის მტვერში არეული ფიქრები,ყველა ოცნებაზე უფრო ლამაზია,უფრო რეალური...შენ ჩემი რეალობა ხარ და ამიტომ მიყვარხარ..მომენატრები თუ არა,მაშინვე გხედავ.მაშინვე შემიძლია,შენი დანახვა..

ჰო,ლამაზი ხარ,როგორც მოხეტიალე ჭრიჭინების სასიამოვნო ხმები,ღამის წყვდიადში...ციცინათელების თამაში,ჩემი სულის ,პატარა შუქზე...და ,ციდან ჩამოკრეფილი ვარსკვლავები,მგონია,მე მაინც,ჩვენი სიყვარული...


Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

atropia (53)
მიუხედავად,გუშინდელი,ემოციებისა,მე ახლაც მენატრები....
#3, 11.02.2012 - 20:31
uf,momenatra axla svaneti:-(
#2, 03.02.2012 - 20:17
მე კი მეღიმებოდა,,რადგან ახლა შეყვარებული ვარ და თუ ციხე კოშკში ვიქნები გამოკეტილი,ეს არანაირად არ მაწუხებს...პირიქით,შემიძლია ძალიან ბევრი ვიფიქრო და ვიოცნებო...
#1, 03.02.2012 - 20:16
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.