Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

ეს ვართ ქალები


მოდით გიამბობთ სინამდვილეს
ეს ვართ ქალები,
თავს შეგაყვარებთ
რადგან უხილავ ვარსკვლავებს ეტრფით.
შტერი კაცები.
თვალებს აგიმღვრევთ,
სულს გესესხებით,
ეშმაკს მივყიდით.
რადგან სრულებით არ გვენანებით.
ველზე გაგიწვევთ
პეპლის საჭერად,
და გადავარდნილს ვნების ქარცეცხლში
მახეს დაგიგებთ...
მხოლოდ საჩუქრად,
მხურვალ ხელებში
ცივ ცრემლს ჩაგიგდებთ,
ეს ვართ ქალები!
მოდით გაჩვენებთ,
უიმედობას,
სევდას ცრემლიანს.
არ ღირს თამაში
მამაკაცნო,
გული ცელქია.
ცბიერი მზერით,
კოცნას მოგპარავს,
თუმც გაგიყინავს,
ბაგეს მარადის.
ეს ცხოვრებაც ხომ
მხოლოდ ლექსია,
რომელიც ზოგჯერ რითმით არ დადის.
ეს ვართ ქალები!
მოდით გევნებით!
და თქვენს თვალებში,
სათუთ სიყვარულს,
ვერ შევადნებით.
ვერ შეველევით
ეს ვართ ქალები!
გაუშიშვლებელი
მკერდით გაპურებთ.
თუმც
თქვენს ზურგს უკან,
სხვასთან ვიპოვით,
პირველ სარეცელს.
ეს ვართ ქალები!
ნანანიები.
უფლის შეცდომა ,
მამაკაცით ნაპატიები

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.