Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

არსებობს, თუ არა ღმერთი?

არსებობს, თუ არა ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა დაუსვა ეს კითხვა სტუდენტებს . მან ხომ ყველაფერი შექმნა?

- დიახ!- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა.

– თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ მან ბოროტებაც შექმნა, რადგან ბოროტება არსებობს ამქვეყნად. და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია – მიუგო მათ პროფესორმა.

სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა:

– პროფესორო, სიცივე არსებობს?

– ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასოდეს შეგციებია?

– არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.

– პროფესორო,მაინტერესებს თქვენის აზრით, თუ არსებობს სიბნელე?

– ცხადია არსებობს.

– მაშინ კიდევ ერთხელ ცდებით, სერ, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.

– სერ, არსებობს, თუ არა ბოროტება?

– რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.

– ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღვთის სიყვარულს . . .

სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღვთის სიყვარულს . . .
#1, 02.02.2012 - 15:05
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.