Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

მაგ ტუჩების გემო

მაგ ტუჩების გემო
ალუბლების მსგავსი,
საყვარელო ჩემო,
მაგიჟებენ ყმაწვილს.
ეგ ღიმილი მაწვიმს
ამ აპრილის თვეში
და ფერმკრთალი ღაწვის
გულს მიტოკებს ეშხი.
მე მიჭირავს ხელში
შენი კაბა ჩითის,
ნახატებით ტყეში
ბუდეები ჩიტის.
აფეთქებულ კვირტის
დგას სურნელი ამო,
ვსუნთქავ ხარბად ჰაერს
შენი თმების გამო.
მაგ ტუჩების გემო
ალუბლების მსგავსი,
საყვარელო ჩემო,
სიკვდილამდე მასვი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

leo86 (31)
მაგ ტუჩების გემო
ალუბლების მსგავსი,
საყვარელო ჩემო,
მაგიჟებენ ყმაწვილს.
ეგ ღიმილი მაწვიმს
#1, 02.02.2012 - 17:05
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.