Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

ოფოფები

მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,

ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...

მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...

ან თვითონ ვარ მაწანწალამოწოდებით!

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა

და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...

ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა

მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...

ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,

უჩემობას არასოდეს მაპატიებ...

მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,

ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!

ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები

მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა,

ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებით

შენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას...

თვალებსშენი მონატრებით დაფერილებს

ისევ შენი ელანდებათ ოფოფები...

მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს

სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები!

ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზი

როგორც მაშინ, ეგ თმები რომ მაფეთებდა...

წაიკითხე მაწანწალის მუხამბაზი,

მაპატიე ცხელი სისხლის გათეთრება...

შენი თეთრი ოცნებების დარბაზები

სულისძვრებმა თუკი ჯერაც არ დაბზარა,

დედოფალო! აპატიე ოფოფები

მოწოდებით ახირებულ მაწანწალას!


Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

უჩემობას არასოდეს მაპატიებ...

მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები
#1, 03.02.2012 - 02:32
ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები –

მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა,
03.02.2012 - 02:43
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.