Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

მარტო მე და შენ...


სადმე გავშალოთ მცირე სუფრა მდინარის პირად,

თამადად იყოს საყვარელი თვალების სითბო,

მხოლოდ ამას გთხოვ, ნურასოდეს ნუ ჩამთვლი გიჟად...

მერიქიფობა ბალახს ვთხოვოთ, სიმღერა ჩიტებს,

ტაში დაგვიკრან ხის ფოთლებმა, იცეკვოს შველმა,

მინდა გხედავდე ბედნიერს და სიცოცხლით სავსეს,

გაგიჭირდება?

მხოლოდ მე ერთმა შევიძლო შველა.

რაღაც ისეთი მინდა გითხრა

რაც არასოდეს

არ დაწერილა,

არცა თქმულა,

არც უმღერიათ,

მინდა მოგეკრა, როგორც ჩვილი, უმწეო ბავშვი,

თურმე რა ძვირი ღირებულა რაც უთქმელია.

თურმე სიტყვებით ვერასოდეს ვერ გეტყვი სათქმელს,

თურმე სიტყვები კოტრდებიან გულის ბირჟაზე,

მე შენ მჭირდები,

როგორც წყალი,

როგორც ჰაერი,

მე მეყვარები მანამ, სანამ ვივლი მიწაზე.

სანამ ვარსებობ, მეგზურობა შენი მჭირდება,

შენთვის და ჩემთვის,

შვილებისთვის, ჩვენი ერისთვის.

შენს მტკიცე ხელებს დავეყრდნობი, ნაბიჯს აგიწყობ

და თუ მოვკვდები,

შენთვის მხოლოდ,

შენთვის ერთისთვის!

მოდი, მე და შენ ვიქეიფოთ,

მარტო მე და შენ..


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

შენს მტკიცე ხელებს დავეყრდნობი, ნაბიჯს აგიწყობ

და თუ მოვკვდები,

შენთვის მხოლოდ,

შენთვის ერთისთვის!
#1, 03.02.2012 - 02:31
მე შენ მჭირდები,

როგორც წყალი,

როგორც ჰაერი,
03.02.2012 - 02:46
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.