Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

მე დავიღალე შენთან კამათით....

მე მოვისროლე დარდის კალათი
და ყვავილები გზაში დამებნა...
მე დავიღალე შენთან კამათით,
შენგან წავედი... შენს მოსაძებნად...
მე... ჩავერიე ბედის ქარგაში,
ბედის ხაზები რომ შემეცვალა.
წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში,
ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა...
დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში
სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი...
შენ მე წამართვი ათასწლეული,
ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს...
გამახსენდები დამწველ ზაფხულში,
ამ აუტანელ მითქმამოთქმაში.
იანვრის მქანცველ აურზაურში
ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში...
რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?!
ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!...
ჰო... ჩავერიე ბედის ქარგაში...
სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!...
მე დავიღალე შენთან კამათით,
წავედი... ისევ გზები ამებნა...
მე მოვისროლე დარდის კალათი
და ყვავილები... შენს წინ დამებნა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

serg85 (35)
zalian kargia
#1, 03.02.2012 - 11:21
)))
03.02.2012 - 22:15
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.