Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ingaiako blog

ია ვარ, ია...

ია ვარ, ია... იალბუზის მთას რომ ვამაგრებ,
თოვლის გვირისტებს გაზაფხულზე ფესვში გავადნობ,
და ენძელებთან ამოხეთქილ სიყვარულითვე
მზესა და ზეცას ერთმანეთთან შერწყმას ვთავაზობ.
ია ვარ მინდვრის, ზამთრის სევდას აღარ ვატარებ,
მე გაზაფხულის რუდუნება უფრო მიხდება,
ჩემი ფერებით ჭალის ცხენებს ჩამოვატარებ,
და ხოხბის გულშიც სიყვარული გაირინდება.
ია ვარ, გზნებაამოზრდილი ზეცით აქამდე,
ნუ მომწყვეტ მიწას, ჩემი სუნთქვა ქვეყნად მჭირდება,
მე ყვავილი ვარ მონატრული, ნაზად დამხატე
და შემიგრძენი სავსე გულით, შენთვის ქმნილებად.
ია ვარ, ია... სხვებთან ჭიდილს სულ არ ვაპირებ,
ლაღს, ზღვის მარილი სიყვარულში არა მჭირდება,
მთის ვარაკებით დავეშვები ჩუმად სათიბეს
და ჩემი ლტოლვა შენში ობლად უხმოდ იქნება.

შალვა ლონდარიძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline ingaiako (107)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.