Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lelka11 blog

ar vici visi leqsia.magram momwons:)))

უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,მაესტროს ფიქრები ყელში მაქვს გაჩრილი

მინდა რომ სიბილწემ აზრები არიოს, შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი...
მიწიდან გამტვერილს სიზმარი ამათრევს, რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ, ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს...
ინდიელს შამანის პაროდისტს მოვგავდი,ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი, სიცილს რომ მიჩერებს ყოველ წუთს ყოველ წამს
კბილებით ვიკავებ ძუნწ სიტყვებს ვერევი, რაიკინის ნაცვალად ვკითხულობ ყანწელებს...
რა ვქნა თუ დააწყდა რეჟისორს ნერვები, კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს
ნერვები მოშლილი ვის ააქვს? არავის, უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს
უღრანში ვიპოვე სისოცკის კარავი, უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს...
- გამხდარი მაესტრო სცენაზე ავარადა, თეატრის კოლონებს მიჯნაზე დაამხობს
- მაესტრო დამშვიდდით სპეკტაკლი ჩავარდა... - მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ...
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline lelka11
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.