Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ivane8 blog

დაგელოდები

თუკი მაჩვენებ,
როგორ მივიდე დათქმულ ადგილზე,
თუ შემასწავლი
როგორ ვიცხოვრო ფიქრებით შენზე,
დაგელოდები
თუნდაც დღეებმა ჩამითრიონ
ჯოჯოხეთში ბრილიანტების.

თუკი დაიცდი,
თავად მიხვდები როგორ მოხვიდე,
თუ მოინდომებ,
ისე მომაგნებ, როგორც წახვედი
მე გელოდები
ისევ იქ ვარ სადაც დამტოვე,
ისევ სავსე ვარ შენზე ფიქრებით...

მე გელოდები!
ვერ ველევი, ვერ ვეგუები სიშორის დღეებს,
შენც თითქოს მეძებ,
თითქოს ახლოს ხარ და ვერ გეხები!
თუკი მასწავლი,
როგორ შევძლო ამ შეგრძნების გაქარწ....ბა,
გპირდები! დაგელოდები
თუნდაც დღეებმა ჩამითრიონ
ჯოჯოხეთში ბრილიანტების.

ისევ გეძახი,
მესმის შენი ხმაც, მაგრამ ვერ გწვდები!
შენი სუნთქვისგან
ამიჩქარდნენ სისხლნი ვენებშიც!
დაგელოდები!
ნუ გაჩერდები! უკეთ მომძებნე
და მე გპირდები,
დაგელოდები!
თუნდაც დღეებმა ჩამითრიონ
ჯოჯოხეთში ბრილიანტების.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ivane8 (33)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.