Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

რა მოხდებოდა

მე მომწონს ის, რომ თქვენ არ გიყვარვართ,
არც მე მიყვარხართ და ესეც მხიბლავს,
და არ არსებობს გრძნობა, რომელიც
ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას.

მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია,
თბილი სიტყვებით არ გეფერებით,
და არ ვწითლდები თუკი შემთხვევით
შემეხებიან თქვენი ხელები.

მომწონს, როდესაც გინდათ მაჩვენოთ
როგორ ჩაიკრავთ ვიღაცას გულში,
და არ გაღელვებთ, თუკი გაიგეთ,
რომ გამოვუტყდი სხვას სიყვარულში.

ღამით, ძილის წინ არ გენატრებით,
არ გეღვიძებათ ჩემზე ფიქრებით,
არცერთ ტაძარში არ დავდებთ ფიცს, რომ
მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.

მადლობას გიხდით რომ არსებობთ და
ისე გიყვარვართ, თვითონ არ იცით
გმადლობთ ხანმოკლე შეხვედრებისთვის,
გმადლობთ ყოველი მშვიდი ღამისთვის.


იმისთვის, მზე რომ ერთად არ გვათბობს,
ღამით ვერ ვხედავთ მთვარის ავსებას,
რა მოხდებოდა გყვარებოდით და
მეც მხოლოდ თქვენთვის რომ მეარსება

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.