Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან...

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

ლამაზი სული ლამაზ სხეულში დასაბამიდან ძგერს,
ლამაზი გრძნობა, თუნდ სევდიანი,მარადიულად ძლებს.
დუმილის ნიჭი, ნიჭი სიჩუმის არ გააჩნია ბევრს.
შენს სიჩუმეში ნაწრთობი გრძნობა გამამხნევებდა მეც.
ხომ შეგამჩნიე, არც დამიჯერებ,დღეს შეგამჩნიე, დღეს..
და თუ აგყვება შენ ჩემი გული,ბრალს ვერ დამდებენ მე.
დუმილის ნიჭი, ნიჭი ჩუმი წვის არ გააჩნია ბევრს,-
ხვალ თუ არ მოხვალ რამის სათქმელად,ვეღარ დაგიცდი ზეგ.
მოდი, მითხარი რაც გაქვს სათქმელი,ნუღარ დაუცდი სხვებს....
დუმილის ნიჭი, ნიჭი სიჩუმის მეც, გამაჩნია მეც...
#1, 12.02.2012 - 21:53
 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.