Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ოცი წლის შემდეგ შეწყვეტილი საუბარი


*****

გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს!..
ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას..
ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,
რომელსაც ასე უყვარხართ დღესაც!..

იცოდეს ღმერთმა,მსურს საუბარი.
შვილების დედას რას გკადრებთ აბა?..
მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,
გაშლილი თმები და ჩითის კაბა.

ახლა ძნელია,დაბრუნდეს ისევ
აპრილის სუნთქვა,იების ფერი...
გამწირე რისთვის?-დავეძებ მიზეზს,
და სიყმაწვილე შორიდან მღერის.

ო,ქალბატონო,გეძებდით დიდხანს!
გახსოვთ?-მჯეროდა მუდამ იმ ხატის...
მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა:
მართლა გიყვარდით?..თუ,არ გიყვარდით?..

გათავდა!მორჩა!მთავრდება ამით
ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი.
არ გაგიკვირდეთ,აპრილის ღამით
ოცი წლის შემდეგ რად მომაგონდით...

ახლა კი დადეთ თქვენი ყურმილი...
და ერთმანეთი სახტად დავტოვოთ...
მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის...
და პატიებას გთხოვთ ქალბატონო!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.