Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ლირიკული საუბარი (კონსტანტინ ილდეფონს მალჩინსკი)


-მითხარი როგორ გიყვარვარ.
-გეტყვი.
-ჰო,აბა გისმენ.
-მიყვარხარ მზეში. მოკიაფე სანთელთა შუქში,
ფართეფარფლიან ქუდშიც, ბერეტშიც.
ქარშიც მიყვარხარ, თეატრშიც და ალუბლებს შორის,
იასამნებში, ჟოლოებში, თეთრ ენძელებში.
მაშინაც, როცა გძინავს, როცა მუშაობ,
კოვზის დავარდნაც მიყვარს შენი- როცა კვერცხს იწვავ.
ყველგან მიყვარხარ,ავტობუსში,სახლში და კარში
ტაქსშიც მიყვარხარ,ქუჩის თავშიც,ქუჩის ბოლოშიც,
საფრთხეში მყოფიც მიყვარხარ და კარუსელებზეც.
მე ისიც მიყვარს, სავარცხელით თმას როცა იყოფ.
ზღვაშიც მიყვარხარ,მთებშიც და ტყეშიც,
ქოშებში ხარ თუ ფეხშიშველი, მე მაინც გეტრფი.
გუსინ მიყვარდი, დღესაც,ხვალაც, დღისით და ღამით,
როცა მერცხლები მოიყვანენ გაზაფხულს ჩვენთვის.
-ზაფხულობით,ზაფხულობით როგორ გიყვარვარ?
-ისევე როგორც ზაფხულის არსი.
-შემოდგომაზე,მოქუფრული ცა როცა გვიმზერს?
-ქოლგა დაკარგო, მეყვარები მე მაინც ისევ.
-ზამთარი როცა შემოჭირხლავს ჩვენს ფანჯრის მინებს?
-ბუხრის მხიარულ ცეცხლის ალად შემოგენთები,
მე შენი გულის სიახლოვით თავს მშვიდად ვიგრძნობ.
გარეთ კი თოვლი და იმ თოვლში შეციებულ ყვავების გუნდი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.