Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

........................

შენ გაირყვნები, აშკარა არის
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად!
შენი სხეული ნაქანდაკარი
ხელიდან ხელში წავა ფარულად..
შენ გაირყვნები როგორც ბიანკა
მე ასე ვიცი მე ასე მჯერა,
შენ გაირყვნები ოოო ისე ტლანქად
როგორც არავინ გარყვნილა ქვეყნად..
სხვის ვნებას გრძნობა მიძღვნილი-
დაგეწურება მკერდი მტევნებად,
და იტყვი რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ათას სხეულად!
როცა შეგხვდები ოო სულის მეფევ
სადღაც ატუზულს ქუჩის ბნელ კუთხეს,
მოვალ და ჩემი ხელით ავკრიფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს..
არც ჩამოკრული არც საყვედური
მკერდში ჩაგიკრავ გულს დაგპირდები,
მე უბედური თან ბედნიერი
წარბებს ჩამოვხრი და ავტირდები,..
და გეტყვი რა ვქნა მიყვარხარ ისევ-
მომიახლოვდი მომეცი ხელი,
თუ პირველობა მე არ მეღირსა
ვიქნები მაინც უკანასკნელი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.