Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog
ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპირდება და უხვად წარმოგიდგენს მონაზვნის წყნარი, განმარტოვებული ცხოვრება - სოფლისა და მისი ამაოებისგან მოშორებით? წყარო: სულიერი მდელო

იოსებ ათონელი(ისიხასტი)
მონაზონი მოთმინების გარეშე, კანდელია უზეთოდ

არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
მონაზვნობა ანგელოზის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო

არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
ბერთან მიახლოება ცეცხლთან თამაშია

დედამიწაზე მარტოობას მონაზონი ზეციურ საზოგადოებამდე მიჰყავს. წყარო: სულიერი მდელო

არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თუ ერის კაცი ვნებას დაითმენს უფლის გულისათვის, ბერების ბარდაბარ იქნება

ამბა პიმენი
სიღატაკე, მწუხარება, ყოველივეს ნაკლებობა - აი, მონაზვნური ცხოვრების სამუშაო იარაღები.

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზონი არის ის, ვინც ხორციელ სხეულში მყოფი უხორცოთა მდგომარეობას ბაძავს.

მონაზონი ის არის, ვისაც ისე აქვს შინაგანი სამყარო მოწყობილი, რომ მხოლოდ ღმერთი და თვითონ არიან. წყარო: სულიერი მდელო

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზონი არის მგლოვიარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში.

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზონი არის ის, ვისაც ისე სურს სათნოებათა აღსრულება, როგორც გემოთმოყვარეს - თავისი გულისთქმის

არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
ბერთან სულიერი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს უნდა მიხვიდეთ, რომ რჩევა აიღოთ და ისწავლოთ სიბრძნე

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება.

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზონი ისაა, ვინც თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ღმერთთანაა მიტაცებული გონებით და ამქვეყნიურ ცხოვრებას გლოვობს

წმ. სერაფიმე საროველი
ერისკაცებმა ბერობა გულითა და საქმით უნდა აღიარონ, რათა ამ გზით მაინც ბერმონოზვნური მადლის თანაზიარნი შეიქმნენ

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზონი ისაა, ვინც თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ღმერთთანაა მიტაცებული გონებით და ამქვეყნიურ ცხოვრებას გლოვობს

წმ. იოანე ოქროპირი
სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც – ნავსადგურსა და გამუდმებით ქარისაგან მღელვარე ზღვას შორის.

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მონაზონი ის არის, ვისაც მტრის თავდასხმა ისე ახარებს, როგორც მონადირეს ნადირის პოვნა, და უხმობს კიდეც, რათა შეებრძოლოს მას

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.