Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ვინ არის იგი მუსიკად რომ შემოდის ჩემში?!

ერთ მშვენიერ დღეს

ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით,

ერთ მშვენიერ დღეს

ვერასოდეს ვეღარ გიხილავ!

ეს მწარე ფიქრი

მიკარნახა ჩარლის მუსიკამ

და ლამის გული ამოვაყოლე,სიტყვას,

რომელიც ცრემლებს მალავდა.

ვინ არის იგი

მუსიკად რომ შემოდის ჩემში

და სიგიჟის ზღვარზე დავყავარ?!

რად ახელს ათას იდუმალ სარკმელს

და აკრძალული სივრცისაკენ რატომ მახედებს?!

ნუთუ, არა სჯობს,

ბლაგვი ცხოვრებით გამოჩორკნილმა,

ერთფეროვნების ტალახი ვზილო

და იქით აღარ გავიხედო––

საიდანაც მუსიკა მოდის?!

ჩარლის მუსიკა...


Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.