Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

არ ვიცი, ეგებ გულდაწყვეტილი,
დარჩი ამ ჩვენი შეხვედრის შემდეგ,
და როგორც ღილი მკერდს აწყვეტილი
შენც დამეკარგო ამ ალალ ბედზე...
ვინ იცის, იქნებ მტრედად იქეცი,
და ვერ გაექეც არწივის კლანჭებს,
არ მოგეწონა ეს საგიჟეთი,
სადაც მე, ლამის, ყოველდღე მკლავდნენ...
არ მოგეწონა, სადაც მუზები,
თითქმის შიშვლები დათარეშობენ,
და შენც ბედისგან ნასათუთები,
ჩემთან არ მოხვალ აღარასოდეს...
მაინც სად წახველ, ნეტა, ვიცოდე,
ალბათ ყურს უგდებ ჩიტთა გალობას,
დღეიდან თვალებს სხვა გამისწორებს,
სხვა დააოკებს ჩემს უკმარობას!!!
მაგრამ ვინ იცის, იქნებ აქვე ხარ,
თუნდაც ვარსკვლავად გადაქცეული,
და ისევ ღამე დამეხმარება,
რომ სიზმრად ვნახო შენი სხეული...
და მაინც ზოგჯერ ისე მწყურდები,
ისე მედება შენგან ხანძარი;
მშვიდად ვარ, თუკი, აქ მეგულები,
ვცოფდები, თუკი, ასე არ არი...

Tags:
...

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

eh es ejvi...
#1, 04.02.2012 - 19:34
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.