Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

დაკრეფილი ყვავილები.....

პეპლებივით ფერად-ფერადი, ფარდების ჩრდილი,მხრბეზე მოვიხვიე და სარკმლიდან,გადავიხედე...კლდის ნატეხი,ხრიალით ეშვებოდა ადიდებული მდინარის სიღრმეში და გულისტკივილი,ვიგრძენი...ენით აუხსნელი გულისტკივილი...

ჩემი მეგობრები დიდი ხანია,წავიდნენ...ახლა,მარტო ვარ და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად,მზად ვარ,მთელი ღამე,ასე გულაღმა,ვიწვე და ვიფიქრო....ვიფიქრო ძალიან ბევრი და არ მომწყინდეს,ეს ყველაფერი...

ძალიან მიყვარდა,ყველა,ის ადამიანი,რომელიც გზად ერთხელ,მაინც შემხვედრია...ვისაც რამე უკითხავს ან უბრალოდ გვერდით გაუვლიათ...ვისაც,რამე სტკენია,ან არ სტკენია და უბრალოდ ბედნიერი ყოფილა...ვისაც ვინ ჰყავრებია ან ვისაც მიუტოვებია,საბრალო სატრფო...

ვწევარ..ცუდად ვარ...გული საბრალოდ მიცემს..საბრალო გული....სისხლივით წითელი ალუბლები,მეზობლებმა მომართვეს და სარკმლის რაფაზე ვზივარ...ეზოში ვიყურები....ხან ეზოში,ხან კლდოვანი ნაპრალები,შიშისგან გულს მიხეთქავენ...ალუბლის ხეზე,ავძვერი და სიხარულს ვგრძნობ,ბავშვობა მახსენდება...მურაბიანი ჩაი და ბებო..თბილი,როგორც მისი თონეში გამომცხვარი,პურები და ახლა,ჩემს ბიძაშვილ ნინისთან ერთად,მინდა ყოფნა..



ნეტავ ეხლა,როგორ არის ??

ჩამესმის, მოგონებებში მისი თბილი ხმა და ვთბები...ვოცნებობ... მსიამოვნებს,ჩვენი ბავშვობა...

მასზე მეტად,არცერთი მეგობარი არ მყავრებია,არადა

მეგობრები კი ბევრი მყოლია...მძივებივით,ფერად- ფერადი კენჭებივით ამისხია მხრებზე მეგობრები და სათევზაოდ წავსულვართ ყველანი ერთად...ქვების ქვეშ, ჩამალული კალმახები,ჩემი ხელით უკან,ჩამიბრუნებია მდინარეში...არ მიყვარს,როცა ცოცხალ არსებას სიცოცხლეს ართმევ....თუნდაც თევზაობა და მდელოზე დაკრეფილი,ყვავილებიც...სული,სული,ხომ ყველაფერს აქვს,რასაც მზე ათბობს და ანათებს.... რასაც ღმერთის სუნთქვა მოჰყვება და ტყის შრიალი,მადარდებს ხშირად...ძალიან ხშირად სახლიდან მივდივარ და მიყვარს,ჩემი ხეების მწვანე,ლურჯი ფოთლები....მათი შემაწრწუნებელი სიმშვიდე..სიმშვიდე,რომელიც გეძახის,გიხმობს-ადამიანოოოო!!!!

სიმშვიდე ყველაფერშია, მაგრამ ყოველთვის არა...ყველაზე წმინდა,ხომ ადამიანის სიმშვიდეა და მხოლოდ წმინდანებმა,იციან მისი ფასი...

შრიალებენ წეროებივით მაღალ-მაღალი ხეები და თავიანთი ნებით,ირხევიან ქარის მკლავებში...ქარი კი შარი-შურობს, კალთაზე დაუწყვია ხელები და მესაუბრება..საუბარი თბილია,,ყურის ჩრდილი საყურეს ჰგავს...ფერად კაბებს ვიცმევ და ვიცი,როგორიც ვარ..მე ასე ვცხოვრობ...

სიმშვიდე კი სადღაც,კლდის ნაპრალებში,აშრიალებული ხეემის მწკრივში,სანადიროდ წასული კაცივით ფრთხილობს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თავისკენ გვიხმობს....

ადამიანოოოოო!!!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 20  |  negative votes: 0

Write comment:

guga1234 (31)
მასზე მეტად,არცერთი მეგობარი არ მყავრებია,არადა........................................................
#3, 28.02.2012 - 00:18
MimiP (101)
სიმშვიდე ყველაფერშია, მაგრამ ყოველთვის არა...ყველაზე წმინდა,ხომ ადამიანის სიმშვიდეა და მხოლოდ წმინდანებმა,იციან მისი ფასი...
#2, 05.02.2012 - 00:17
tamtalove (22)
ძალიან მიყვარდა,ყველა,ის ადამიანი,რომელიც გზად ერთხელ,მაინც შემხვედრია...ვისაც რამე უკითხავს ან უბრალოდ გვერდით გაუვლიათ...ვისაც,რამე სტკენია,ან არ სტკენია და უბრალოდ ბედნირიერი ყოფილა...ვისაც ვინ ჰყავრებია ან ვისაც მიუტოვებია,საბრალო სატრფო...
#1, 04.02.2012 - 20:20
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.