Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

აღარ შემიძლია არავის სიახლოვე

სული გაუწეწავს უხეშ სინამდვილეს

ღიმილს დაუშვია ფარდა,

აღარ შემიძლია არავის სიახლოვე

შენი სიახლოვის გარდა.

ისევ მენატრება შენი დაძახება

ლამაზ გალობას რომ გავდა,

უკვე ვეღარავის გაღიმებას ვიტან

შენი გაღიმების გარდა.

სულში ჩაიფერფლა ათასი ტკივილი

კვლავ ვდგევარ ოცნების კართან,

გული ვეღარ იტანს ვერავის დაბრუნებას

შენი დაბრუნების გარდა.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.