Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

არავის უამბო

არავის უამბო გზები რად გაიყო

რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,

არავის უამბო რაც მოხდა, რაც იყო

არავის უამბო, გული მეტკინება.

არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი

თუ როგორ ვფიქრობდი, თუ როგორ ვბავშვობდი,

არავის უამბო იმ ლამაზ ფიქრებზე

და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით....

არავის უამბო გული რად გაცივდა

თუ რატომ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი,

სხვას ნუ მოუყვები მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ

მე და შენვიცოდეთ, ეგ ჩვენი ზღაპარი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

სხვას ნუ მოუყვები მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ

მე და შენვიცოდეთ, ეგ ჩვენი ზღაპარი.
#1, 05.02.2012 - 13:36
არავის უამბო იმ ლამაზ ფიქრებზე

და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით....
05.02.2012 - 18:08
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.