Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ილია მეორემ მრევლს დავალება მისცა

ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დღეს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა .

"ყველას უნდა ჰქონდეს იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი სიკეთისა. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. ეს ძლევა პირველ რიგში ჩვენს გულში უნდა მოხდეს. გულში და გონებაში თუ გაიმარჯვებს სიკეთე, თუ შენ უარყოფ ბოროტებას გულში, ბოროტი ვეღარ მოგეახლება შენ", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა დღევანდელ ქადაგებაზე გაიხსენა ერთ-ერთი უკრაინელი მეცნიერის საფლავზე გაკეთებული წარწერა: "სოფელი ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო". "ამ დღეშია ყველა ადამიანი. სოფელი ცდილობს დაიჭიროს ადამიანი, ზოგი ფულით, ზოგი თანამდებობით. ადამიანმა უნდ გაიგოს, ეს მახეა თუ არა, ეს ცდუნებაა თუ არა. მინდა ყველამ ვიფიქროთ ამ საკითხზე. მაგალითად მე ვერ ვიტყვი იმას, რომ სოფელმა ვერ დამიჭირა, დრო და დრო იჭერს სოფელი ადამიანს, მაგრამ ის უნდა გათავისუფლდეს. სადღაც ადამიანი შეცდება, დაეცემა, ცუდ სიტყვას იტყვის, გაიფიქრებს, განიკითხავს, ეს ყველაფერი დაჭერაა", - განაცხადა ილია II-მ და მრეველს დავალებად მისცა, დაწერონ აღნიშნულ საკითხზე თემა და გაუგზავნონ პატრიარქს. "რთულია ადამიანის ცხოვრება, ეს არის ჩვენი გამოცდა, ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა", - აღნიშნა უწმინდესმა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.