Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

“ღმერთი სიყვარული არს”

“დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო. ყოველგვარი არსება ორ ნაწილად იყოფა: ქმნილად და შეუქმნელად. შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი – ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული.. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის სახელია, – მის სხვა სახელებთან ერთად და – საღმრთო არსებობის არსი. ამიტომაც არის ნათქვამი: “ღმერთი სიყვარული არს”. სიყვარული ბუნებით ღმერთს მიმსგავსებაა, რადგან მისაწვდომი და შესაძლებელია კაცთათვის, ხოლო საქმით სულის დამატკბობელია, სახით სარწმუნოების წყაროა, სულგრძელობის უფსკრულია და სიმდაბლის ზღვაა. ჭეშმარიტი სიყვარული განძარცვაა ბოროტ გულისთქმათაგან, რადგან სიყვარული ბოროტს არ მოიხსენებს."

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.