Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მომენატრე...


მომენატრე... და დღეს ჩემთან მთები არი...

და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე.
მომენატრე, როგორც ქურციკს ლებიანი,
ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე...
მომენატრე... რა მოგწერო სხვა წერილი,
ჟამს უბადრუკს ნაღვლიანი სულით ვათრევ,
მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი,
მომენატრე, აუ როგორ მომენატრე...
ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა,
დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გაბმით ამტვრევს,
თმა კი არა, მგონი სისხლიც გამითეთრდა,
მომენატრე, იცი როგორ მომენატრე?..

ავტორი: Teona Qumsiashvili


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.