Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
imikima blog
შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე,
მასში, სიმარტოვის ბნელი ირონია.

ახლა გატირებდი, დედას გეფიცები,

თუმცა, ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია. მე შენთან რა მინდა? - ზედმეტი სიტყვების,

მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა,

ყველა გაელვებით, რომ ჰგავდე გაზაფხულს,

ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად ან ეხლა რად მინდა, ვუყურო უშენოდ

ბნელ ქალაქს მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე?

ქალაქში ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას)

და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს. რა მიყვარს? - რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს,

შენს მკერდზე ჩასუნთქვით, თავს როცა მივადებ

და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის,

რომ უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე
მე შენგან რა მინდა? - სუნთქვა ასინქრონულ

პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,

როცა ახლოსა ხარ - მუდამ ასე არის,

ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -

მიყვარხარ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.