Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

როგორც კი, წვიმამ, გადაიღო...

წვიმამ გადაიღო თუ არა,მაშინვე სანაპიროზე გავიქეცი...სულის მოთქმა მინდოდა და სახლში,ეს შეუძლებელი იყო...აფორიაქებული ვარ და ზღვაში მინდა შესვლა,მაგრამ ცურვა არ ვიცი...იმის წარმოდგენა,რომ შეიძლება ტალღებმა,გამიტაცოს მამშვიდებს ..მზე,ცხელ ქვიშაზე,ჩემს გვერდით წვება და ნაფეხურებს ითვლის...

ნაფეხურები....თეთრი,მზის გულისგან დამწვარი...ყვითელი ჩრდილი მხრებზე მეხვევა და უკეთესად ვარ...მზე ხან ზღვაში ჩავა და ჩემს ფიქრებში,საცეკვაოდ მიწვევს...მაცდურია მზე...ნელ-ნელა ეპარება სხეულს,სულს მაცდურად გითბობს და შეიძლება საშინლად დაიწვა...დაგეფუფქოს,მთელი სხეული...სულიც ჩაქრეს,მხოლოდ მზის ენერგიაზე დამოკიდებული....

ეღიმება და ივსება ადამიანებისგან,მზე.. მის მსხვილ ხელისგულებში ერთ მუშტად ვეტევი და ქვიშის, წვრილი, მტვერი, იფანტება ნაპირზე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 13  |  negative votes: 0

Write comment:

ნაფეხურები....თეთრი,მზის გულისგან დამწვარი...
#1, 07.02.2012 - 14:50
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.